თბილისის მოდის კვირეული იწყება! /TBILISI FASHION WEEK TAKES START/ #DATASVLOG #EVERYDAYISRUWNAY

11224163_777824485657527_4076823428562691161_n

თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს.
headers_1460417 - Copy - Copy
თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი თბილისის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი.თავიანთ ნამუშევრებს დიზაინერები: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“) წარმოადგენენ. მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelie 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
11150596_701398983300078_747441437795796529_n
წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ასევე კვირეულის საიმიჯო ფოტოს შექმნა.

ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12.00 საათიდან.

12074889_10208025089084239_999897052448054533_n

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებე. მათ სორის: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7 და სხვა. თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, რაიან ქუფმანსი – ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ „ბაიერებს“ უმასპინძლებს, რომლებიც თბილისში ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ჩამოვლენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s