“ვცდილობდი შემექმნა ჩემთვის კომფორტული საიდუმლო ზონა, რომელიც შორს იქნებოდა იმ საშიშ სამყაროსგან სადაც ვიმყოფებოდი”არაორდინალური მხატვარი ისრაელიდან

Yuval Israeli 
41 წლის ხელოვანი, დაბადებული და გაზრდილი Kibbutz–ში (ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორია) ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თელ–ავივში. მის გვარს საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს , ბებია და ბაბუა პოლონეთიდან გადასახლდნენ ისრაელში და სხვა გვარის აღება გადაწყვიტეს, მაშინ ეს ხშირი შემთხვევა იყო.

12366464_10208167183447830_7349691147480824803_nმისი შემოქმედება ძალიან საინტერესო და არაორდინალურია. განსხვავებული ხედვა და ურბანული ხასიათი მის თითოეულ ნამუშევარზე ისახება. მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, მისი შთაგონების წყარო დედაქალაქის ღამეები გახდა. გასულ წელს შედგა გამოფენა სახელწოდებით “night art”  მისი ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში,რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.
12009702_10207688038589508_2572337644316692281_n

10 შეკითხვა იუვალ ისრაელს ! 

1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.
–ვცხოვრობ და ვმუშაობ თელ–ავივში. ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ილუსტრირება Shemkar–ის აკადემიაში, პარალალურად ვსწავლობდი კლასიკურ ხატვას და ხელოვნების ისტორიას.

2. როდის გადაწყვიტეთ მხატვარი გამოსულიყავით?
ხატვა ბავშვობიდან მიზიდავდა. საბავშვო ბაღში  შესვლის პირველივე დღიდან დავინტერესდი ხელოვნებით. ვცდილობდი შემექმნა ჩემთვის კომფორტული საიდუმლო ზონა, რომელიც შორს იქნებოდა იმ საშიშ სამყაროსგან სადაც ვიმყოფებოდი. ხატვა, თვითგადარჩენის გზა იყო ჩემთვის ნებისმიერ სიტუაციაში, და მის მერე არასდროს შემიწყვიტავს.
3. რომ არა მხატვარი, ვინ იქნებოდით?
–სიამოვნებით ვისწავლიდი კინემატოგრაფიას, ალბათ რეჟისორი ვიქნებოდი, შეიძლება კარგი ფოტოგრაფიც.
4. როგორ იპოვეთ თქვენი სტილი?
–კარგი შეკითხვაა! სიმართლე გითხრათ, მეეჭვება ვიცოდე პასუხი. ალბათ, მაშინ აღმოვაჩინე სტილი, როცა შევძელი წარსულში ნასწავლის დაციწყება, და სინთეზი აწმყოსთან. სულ მინდოდა შემექმნა რაღაც ახალი, ცოტაც არაორდინალური, ზუსტად ის რაც სინამდვილეში მაინტერესებდა და ვრძნობდი.
5. რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
რთულია რომელიმეს გამორჩევა, ყველა ნამუშევარი ძალიან მიყვარს და სხვადასხვა თემატიკასთან ასოცირდება.

11828738_969978743054234_9085695910873397093_n
b8a45736-4479-4890-b349-8983baa95414
6. რას ნიშნავს “იყო შემოქმედი” ?
–იყო შემოქმედი? ეს გენიალურია!
ვთვლი, რომ ნამდვილი შემოქმედი მყარად უნდა იდგეს მიწაზე და ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე მაშინაც კი, როცა არ არის ინსპირაცია. ვერ იქნები დაზღვეული, რომ მუზა ყოველთვის მოვა,მაგრამ მიწაზე მყარად დგომა სწორედაც, რომ შანსია მიაღწიო მეტ წარმატებას, ვიდრე ჩაფიქრებული იჯდე სკამზე და მუზას ელოდებოდე.

12417903_10208388351696898_8352934254209540239_n
David Bowie



7. ერთი სიტყვით აღწერეთ საკუთარი თავი. / რატომ?
– ბავშვი. რადგან,ბავშვის თვალით დანახული სამყარო უფრო ფერადი და ბედნიერია, მინდა გავიკვალო გზა და ვიპოვო ჩემი ადგილი, არ დავკარგო ის ბავშვური ბედნიერების შეგრძნება, რომელიც დღეს მაქვს.

8. თქვენი საქმის ცუდი მხარე რა არის?
–ცუდი მომენტია,როდესაც არ მაქვს სამუშაო, ამ დროს ძალიან უუნაროდ ვგრძნობ თავს, და საშინელი სიცარიელის შეგრძნება მიპყრობს.

9. რისი თქმა შეგიძლიათ საქართველოს შესახებ?
– სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მსმენია ქართულ კულტურასა და სამზარეულოზე, ვიმედოვნებ გესტუმრებით ერთ დღეს.

10.  რას უსურვებდით OK–ს ჟურნალს?
–ბედნიერებას და ბევრ საინტერესო სტატიებს! Keep posting!

11815722_1002283316472144_555190773_nData Alekseev ( Fashion blogger at OK Magazine , EIR)

1919240_10208262664154788_6599163130643988240_n12509029_10208443749721814_2111895627786913777_n
4d2565fe-1202-4314-9a4c-5cfbedadce58
Online Store – http://www.etsy.com/il-en/shop/yuvalisraeli
Instagram – @israeliyuval

                                      http://www.everydayisrunway.wordpress.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s