მოდური ადამიანების ქუჩის სტილი

ებბამოდა პიროვნების გამოვლენის სასიამოვნო და უნიკალური გზაა. სტილი, ინდივიდუალიზმის იარლიყი, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი დაიცვა მოდის ყველა ტენდენცია, რომ მოდურად გამოიყურებოდე. უბრალოდ აირჩიეთ სტილი , რომელიც თქვენთვის ახლო, კომფორტული და ხასიათის შესაფერისი იქნება.
“ყოველი დღე არის მოდური შოუ და მსოფლიო თქვენი პოდიუმი ”
ანუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ერთი პატარა პოდიუმია.
კოკო შანელის ეს სიტყვები ძალიან საინტერესო და ლოგიკურია, რადგან ბევრისთვის ყოველდღიური რუტინაა ცოტახნით მაინც სარკესთან ტრიალი და გარდერობთან ფუსფუსი. ზოგს სამსახურში ეჩქარება, ზოგსაც – სასწავლებელში.

რა ჩავიცვა? ან როგორ?|
ჩვენი ჩაცმულობა გემოვნებიანი, კომფორტული და თვითდაჯერების გარანტი უნდა იყოს. თუ გემოვნებიანად გადავწყვეტთ დღის Look-ს, ეს უეჭველად იქნება ჩვენი პოზიტიური განწყობის მთავარი კომპონენტი და ბევრ კომპლიმენტსაც მივიღებთ.

მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ადამიანი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ქუჩის სტილი ძალიან მარტივად და გემოვნებიანად გადაწყვიტეს. ნაქსოვი ჯემპრები და მასიური მოსაცმელები დღემდე რჩება ცივი სეზონის აქტუალურ ატრიბუტებად. ამასთან ერთად თუ გავითვალისწინებთ ფერების კომბინაციას, შესაფერის ფეხსაცმელსა და მარტივ აქსესუარებს ჩათვალეთ, რომ სპორტული Street Style Look სწორად არის შერჩეული.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმეტესობას მზიანი დილა განსხვავებულ განწყობას უქმნის და, სიცივის მიუხედავად, ცდილობს განსაკუთრებულად და კომფორტულად გამოიყურებოდეს მთელი დღის განმავლობაში. მათ შესაძლებლობა აქვთ გადააქციონ ზამთრის ერთი კონკრეტული დღე გაზაფხულად და გამოხატონ გარეგნულად პიროვნული “ხელოვანი მე”

ლუდმილაამ მიზნით, მოდის ბლოგერი შერლოკ ბლონტი აქცენტს კლასიკურსა და თავისუფალი სტილის სინთესზე აკეთებს. Skinny ჯინსი, კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტრენდათ ქცეული Camel-ის ულამაზესი პალტო, ქმნის იდეალურ კომბინაციას, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება.

gian-maria-sainato-parigi-paris-tripadvisor-park-parchi-autunno-inverno-autumn-winter-hotels-hotel-fashion-day-france-hm-trip-travels-travel-viaggi-viaggio-000144

ყველა სტილის ფორმა უნიკალური და განსაკუთრებულია. იტალიელი მოდის ბლოგერი, ჯაიან საინატო ვინტაჟურ სტილზე აკეთებს არჩევანს. ვინტაჟი ანუ რეტრო, ძალიან მოდური და გემოვნებიანი გადაწყვეტილებაა. ჩანს  რომანტიული და იტალიური ხასიათი მის მინიმალისტურ ჩაცმულობაში.

image

ძალიან ტენდენციურია “Hip-Hop” ჩაცმულობა თინეიჯერებში. ტყავის მატერია, თეთრი და შავი ფერები… აი, რას გვირჩევს 18 წლის კორეელი მოდელი, ინვინ ლი იმისთვის, რომ თავი განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვიგრძნოთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s