თამთა შინდელიშვილი თბილისის მოდის კვირეულზე

12805851_1010144672393926_503132498921907426_nმოდის კვირეულის მესამე დღეს თამთა შინდელიშვილმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. შეიძლება ითქვას, თამთა ის დიზაინერია, რომლის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა მოდის კვირეული გახდა. მან გამარჯვება მოიპოვა კონკურსში “Newcomers”  და ბევრი დიზაინერისა თუ მოდის კრიტიკოსის სიმპათია დაიმსახურა. თავდაპირველად, დიზაინერმა ორიგინალური ბოტასითა და ფეხსაცმლით გაითქვა სახელი ფართო საზოგადოებაში,ხოლო გამარჯვების შემდეგ არც მისი სამოსი კარგავს აქტუალობას დღემდე საქართველოსა და  მის ფარგლებს გარეთ.თამთა აქტიურად მუშაობს ტანსაცმლის ხაზზე და გვთავაზობს შთამბეჭდავ კოლექციებს.დიზაინერის უახლესი კოლექცია, ძალიან საინტერესო და ტენდენციურია. მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი სამოსი, რომელსაც ნებისნმიერი ადამიანი მოირგებს და კომფორტულად იგრძნობს თავს. კოლექციის იდეის წყარო ფუტურიზმისა და მინიმალიზმის კრეატიული სინთეზია. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, მისი ჩანაფიქრი ინსპირაციისა და მიმდინარეობის სუბიექტურად აღქმას ემყარებოდა.
ტანსაცმელში ჭარბობდა შავი ფერი და მეტალის ტონები. აღსანიშნავია, რომ სამოსი დატვირთული იყო კონსტრუქციული ხაზებით, სადაც აშკარად ჩანდა ინსპირაციის გავლენა. ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები, ხაზს უსვამს ქალის გლამურულობას  და პარალელს ავლებს დღევანდელ, თანამედროვე და თავისუფალ ცხოვრების სტილზე, რაც თამთა შინდელიშვილმა ნათლად დაგვანახა ამ კოლექციით.
12933171_1010144579060602_5689731090431285188_n 12963475_1010000529075007_2521304409511008677_n 12963914_1010144422393951_2707933111923895519_n12524380_1010001785741548_580790041933106567_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s