საზაფხულო არომატი TOP 3

უამრავი ბრენდი გვაძლევს საშუალებას მოვაჯადოვოთ ადამიანები, გვთავაზობს მრავალი ტიპის შეუცნობად არომატებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც იმდენად განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის, რომ აუცილებლად დაიკავებს ჩვენს ოთახში, სარკესთან მარადიულ ადგილს.

perfume advertisements

ხასიათის მრავალფეროვნებისთვის, შეგვიძლია დავახარისხოთ ჩვენი სუნამოები, თუნდაც სეზონების მხრივ. ყველა სეზონს თავისებური „სუნი“ აქვს. შესაბამისად, განსხვაბეულ არომატს მოითხოვს ჩვენგან, რადგან პარფიუმის მოყვარულებმა უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ ვიგრძნოთ თავი. მინდა შემოგთავაზოთ 3 გენიალური სუნამო მამაკაცებისთვის და ქალებისთვის,რისი ეფექტურობაც სეზონურ შერწყმაში მდგომარეობს,მათი  ტროპიკული არომატი და ჰაეროვანი  ნოტები გვაფიქრებინებს, რომ სპეციალურად ცხელი სეზონისთვისთვის  არის  ჩაფიქრებული შემდეგი სუნამოები…

FOR HER
1. Jimmy Choo
jimmy-choo-perfume
ქალური სურნელი,რომლითაც მუდამ იქნებით მიუწვდემელი და დასამახსოვრებელი. ეს არომატი, ძალიან უხდება ცხელ სეზონს, გრილი და ნაზი ნოტებით აწყობილი უნიკალური შემადგენლობა, ჯადოსნური ინგრედიანტებით(ვეფხვის ორქიდეა, ტორფი , კარამელი და ინდონეზიური ფაჩული)  არომატი, რომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი.

img_38842. Shiseido “Ever Bloom”
შისეიდოს ერა ულამაზესი ყვავილი – კამელიით იწყება,რომელიც იაპონური ბრენდის სიმბოლოდ იქცა, ქალი როგორც მუზა და მისთვის მიძღვნილი პარფიუმი.
სუნამოს ძალიან საინტერესო და ფერადი ნოტები აქვს: ლოტოსის ყვავილები,ჟასმინი,ბულგარული ვარდი,ფორთოხლის ყვავილი,მუსკუსი – კიპარისი.შეუმჩნეველი არც მისი ფლაკონი დაგვრჩება, რომელიც ნებისმიერ ქალს შეხების სურვილს აღუძრავს. ნაზი,გამჭირვალე ღია ვარდისფერი ჯადოსნური შუშა, ქალურობისა და ბუნების შერწყმა, იგი უკვდავია და მაგიური, სინათლე კი რომელიც ირეკლება შინაგანი მშვენიერების სიმბოლოა.

dsc_03563. Michael Kors “Coral”
ეს სუნამო კი ნამდვილად ზაფხულისთვის  არის შექმნილი. Coral-ის ეფექტი, რომელიც ისეთი ეპიტეტებით არის შემკული როგორიცაა: თამამი, ზღაპრული,გრილი. შემადგენლობა ძალიან გლამურული და მრავალფეროვანია: გრეიფრუტი, ლიმონი, მანდარინი ვარდისფერი წიწაკა,  შავი მოცხარი, ჟასმიის ჩაი , ფორთოხლის ყვავილი და ტკბილი ჟოლო . ეს ის ინგრეიენტებია, რომლებმაც ასეთი დასამახსოვრებელი და ზღაპრული  გახადა მაიკლ კორსის პარფიუმი.

FOR HIM
20121205123406HzAP2XIfdn1. BVLGARI “Aqva”  ეს კი სწორედ ის არომატია,რომელიც განსაკუთრებულად არდადეგებს,ცხელ სანაპიროსა და კრიალა ზღვას უხდება. სპორტული და ენერგიული მამაკაცებისთვის შექმნილი სურნელი,შემდგარი ციტრუსისა და წყალმცენარეების ნოტებით,რომელიც მამაკაცს ენერგიულობასა და სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს.

chanel-bleu-de-chanel-edp2. BLEU De CHANEL
არომატი, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია თავისუფალი და თამამი მამაკეცებისთვის,გრილი სურნელი,რომელიც ხაზს უსვამს თავდაჯერებული მამაკაცის ძლიერ ხასიათსა და გამბედაობას.
BLEU De CHANEL-ის მაგიური ფორმულაა აგრძნობინოს თავი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სექსუალურად და განსაკუთრებულად. უნიკალური არომატი, რომელიც  ტყის არაჩვეულებრივი ნოტებით შედგება.

007500
3. Armani Mania
სუნამო, რომელიც სერიოზული და საქმიანი მამაკაცებისთვისაა შექმნილი. გამორჩეულია მკვეთრი  სიგრილის შგრძნებით, რომელიც განსაკუთრებულად უხდება ზაფხულს. პარფიუმის შემადგენლობა მარტივად და დაბალანსებულად არის შერწყმული.
ნოტები: მუშკი, ქარვა , მწვანე მანდარინი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s