L’Envol De Cartier – მაგიური პარფიუმი მამაკაცებისთვის

crmr-p_xyaa2kvc

www-buro247-sgthumb700x390_5imagesbeautycartier-lenvol-de-cartier-buro247sg-fragrance-cr-72fdb420400ddffae9cf18be71182de80b702263    გასაკვირი არ არის, რომ სურნელი პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც გაუცნობიერებლად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. მნიშვნელოვანი „სავიზიტო ბარათი“, რომლითაც მუდამ შეგვიძლია ვიყოთ დასამახსოვრებელი.
ყოველდღიურად, ათასობით პარფიუმერი ცდილობს ახალი არომატის შექმნას,ძველისგან განსხვავებულს რაც ძალიან ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული,თითქოს წარმოუდგენელია შექმნა სურნელი, რომელიც ყველასგან გამორჩეული და უცხო იქნება,თანაც ისეთი, რომლის მსგავსიც არ გაგახსენდებათ,ხოლო მე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდის პარფიუმერმა, მატილდა ლორანმა ეს სირთულე მარტივად გადალახა და შემოგვთავაზა განსაკუთრებული და უნიკალური არომატი მამაკაცებისთვის.
28 სექტემბერს თბლისში, ყელასთვის ცნობილი და გლამურული ბრენდის – Cartier-ს ახალი, მომაჯადოებელი პარფიუმის პრეზენტაცია მოეწყო.სუნამო მამაკაცებისთვის, რომლებსაც ამოძრავებთ ჟინი ცვლილებებისა და გამოგონებისათვის.სურნელი, რომელიც შეუმჩნეველი არასდროს დარჩება, ახალი ერა, რომელსაც თავისუფალი აზროვნების და თვითგანვითარების ისტორიას უწოდებენ.

cartier-2
 CartierL’Envol
ეს გახლავთ ბრენდის პირველი მამაკაცის სუნამო რვა წლის განმავლობაში, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ სურნელით, არამედ არასტანდარტული,მრავალჯერადი კონცეფცით შექმნილი ფლაკონითაც,რომლის გარე მინა სპეციალური ტექნოლოგიით არის დამუშავებული,რათა ნაკლებადმსხვრევადი იყოს  და რა თქმა უნდა ექსტრავაგანტული.

პარფიუმერის შთაგონებას, მამაკაცური საწყისები და ბრენდის ისტორია იწვევს.მატილდა ლორანი ახალ პარფიუმს მოიხსენიებს, როგორც  ახალი ისტორიის დაბადებას.მისი ჩანაფიქრი კი იმაში მდგომარეობს,გამოავლინოს მამაკაცის გამოუცდელი ახალი შეგრძნებები, დაუპირისპირდეს ნებისმიერ დაბრკოლებას, და მხნედ დადგეს ნებისმიერი რთული გამოწვევის წინაშე.
სუნამოს მთავარი და მაგიუური ინგრედიენტი ღვთაებრივი ბანგია,რომელიც ანტიკურ ეპოქაში ღმერთების სითხედ მოიაზრება,ასევე თაფლის წყალი, რომელიც დღესდღეობით ენერგიისა და სიძლიერის ელექსირია თანამედროვე მამაკაცებში.

„წარმოიდგნე შეუძლებელი და შეეცადე რომ ახდეს, შექმენი საკუთარი ბედისწერა“

This slideshow requires JavaScript.

  

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s