ჟურნალი ბომონდი 20 წლისაა!

გამორჩეულად საინტერესო, მოდურ და გლამურულ ჟურნალს 20 წელი შეუსრულდა. ბომონდი ერთ-ერთი პირველი გამოცემაა, რომლის მთავარი კონცეფციაც მოდისა და მისი ინდუსტრიის განვითარებას ისახავდა მიზნად. უპირველესი ქართული ჟურნალი, პრიალა ყდით, რიგირთ მე-100 საიუბილეო ნომერს გამოსცემს.

14590508_10207258267324325_5063821219392785813_nბომონდის წარმატებული რებრედინგი ცნობილი რეჟისორისა და მუსიკოსის, გიგა აგლაძის სახელს უკავშირდება. შემდეგ კი მან პოზიცია მეუღლეს, ბომონდის ამჟამინდელი რედაქტორს, თეა აგლაძეს გადააბარა.

10896974_10202683770690512_7724255910769467118_n
“ეს ის თარიღია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი; ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინდა ეს წამიც დავიმახსოვრო და ჩემი თარიღი გახდეს”  – თეა აგლაძე

ჟურნალის საიუბილეო ნომერში გიგა აგლაძე ვრცლად საუბრობს  ბრენდის სტრუქტურასა და განვლილი გზის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. ბომონდი დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე, გამორჩეულია შესანიშნავი სარედაქციო ჯგუფით და ასევე განსაკუთრებულია იმ უამრავი ნიჭიერი ადამიანით, ვისი განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფორმულაც იმდროიდანვე ბომონდის ფერადი ფურცლები გახლდათ.

47e0c79c6b901b5cbb98fae7455cfdd8
ჟურნალის 20 წლის იუბილე თბილისი მერიოტში გაიმართა. საღამო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა განსაკუთრებული ლოკაციითა და სხვა მრავალი შტრიხით. ის ადამიანები, რომელთაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ჟურნალის განვითარებაში სასიამოვნო და ემოციურ აურას ქმნიდნენ კლასიკური მუსიკის ფონზე. ჟურნალის ოქროს იუბილეს მხურვალე აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია. სპეციალურად ბომონდისთვის მოეწყო დათუნა სულიკაშვილის პერფომანსი, რომელიც კონცეპტუალური ბრენდისთვის – AG  შეიქმნა. განსაკუთრებული ხუროთმოძღვრული ნაქარგებით თითოეული ლუქი უნიკალური იყო. მასზე დედა სიდონიამ იმუშავა. როგორც ის აღნიშნავს მისი პირველი კოლაბორაცია იყო დიზაინერთან  და ამაში დიდი ძალისხმევა ჩადო. ქართულ მოტივებზე დაყრდნობილი შთამბეჭდავი, სწორ სილუეტზე გამოყვანილი სამოსი, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. ჩვენებას დიდ მუხტი მისცა ძველი თაობის მოდელებმა, რომლებმაც შესანიშნავად მოირგეს სამოსი.
ჟურნალმა ბომონდმა ნამდვილად დაუვიწყარი და ემოციური საღამო გვაჩუქა.
EIR ულოცავს იუბილეს და უსურვებს ულევ წარმატებას.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s