პროვოკაციული არომატი მამაკაცებისთვის-Dylan Blue, VERSACE

ვერსაჩე ის ბრენდია, რომელმაც ნამდვილად შექმნა მდიდრული და ეპატაჟური მოდის იმპერია. მან დაიპყრო მსოფლიო, დღემდე ატარებს გავლენიან სახელს და არ კარგავს აქტუალობას. მოდის სახლის ისტორია ჯანი ვერსაჩეს უკავშირდება. იგი 1997 წელს ტრაგიკულად მოკლეს, ატელიეს კი სათავეში მისი და, ბრენდის ვიცე პრეზიდენტი, დონატელა ჩაუდგა. მას უამრავი სირთულის გადალახვა და ბრენდის მნიშვნელოვან მარცხთან გამკვლავება მოუხდა. სწორედ მისი დამსახურებაა ვერსაჩეს მოდის სახლის ახლიდან დაბადება, იმ წარმატებული ხაზის გაგრძელება, რომლის ფუძემდებელი ექსტრავაგანტული ხასიათისა და უკიდეგანო ფანტაზიის მქონე ჯანი ვერსაჩე იყო.
dsc_0255-1080x722
ვფიქრობ, ბრენდის მრავალწლიანი ისტორიის ფონზე, პრივილეგია და ერთგვარი პასუხისმგებლობაა გეცვას ვერსაჩე და ატარებდე მისი პარფიუმის სურნელს. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ვერსაჩეს პარფიუმს განსაკუთრებული მიქსტურა აქვს. ეს უკანასკანელი, შესაძლებელია, იმ მცირერიცხოვანი ბრენდების ჩამონათვალს მივათვალოთ, რომლის პარფიუმის არა მხოლოდ სურვილი, არამედ მოთხოვნილებაც გექნებათ.

კომპანია ისი პარი ვერსაჩეს საოჯახო იმპერიის უახლეს სუნამოს “Dylan Blue”-ს გთავაზობთ. პარფიუმის სურნელი მომნუსხველია იმ ჩანაფიქრით, რომელიც ძველი, ტრადიციული ნოტებისა და თანამედროვე არომატის შერწყმაში მდგომარეობს. ასევე მდიდარია თავგადასავლებისა და უსაზღვრო ფანტაზიის მაჩვენებელით.
ნატურალური ციტრუსი, ბერგამოტი და გრეიფრუტი მათრობელ კომბინაციას იძლევა, ხოლო მუშკისა და ფაჩულის ნოტები არაჩვეულებრივად ერწყმის  არომატის ძლიერ, პულსაციურ მხარეს.

1125x1000-bottle-prova-mobile-dylan-blueფლაკონის დიზაინი მსგავსად სხვა წინამორბედებისა სადა და მარტივია. მასზე ოქროსფრად გამოსახულია ვერსაჩეს უნიკალური სიმბოლო “მედუზას თავი”, რომელიც ბერძნული მითოლოგიიდან იღებს სათავეს, ლოგოს გამოყენებისა და გარდაქმნის იდეა კი ჯანის ეკუთვნის.დიზაინი ლურჯის მუქ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომლის სიმბოლოც ხმელთაშუა ზღვის ილუზიაა და ფლაკონი, ისევე როგორც სუნამო სამხრეთული ტემპერამენტის მინიშნებაა.
ვერსაჩეს მამაკაცი ყოველთვის  ძლიერია, სწორედ ეს გახდა დონატელასთვის ერთ-ერთი შთაგონების წყარო, რომელსაც შემდეგნარად აღწერს:

img-versace-fig-1_151603172728
“მე ყოველთვის მჯეროდა მამაკაცის სიძლიერის… ვიცი, რომ მამაკაცი უნდა იყოს უშიშარი, ვნებიანი, ამაყი…

მიყვარს მამაკაცის ქარიზმა დღევანდელ მსოფლიოში, მას შესაძლებლობა აქვს გამოამჟღავნოს მისი ნამდვილი ბუნება და გაუზიაროს მისი რწმენა და ვნებები სხვას. ზუსტად ეს არის ამ არომატის მიგნება: სიძლიერე, სიახლე და მაცდუნებელი ბუნება.”

თითქოს პროვოკაციულად ჟღერს დიზაინერის სიტყვები და სარეკლამო ვიდეო რგოლიც, რომელიც ცნობილ რეჟისორს, ბრუს ვებერს ეკუთვნის. Dylan Blue კი ნამდვილად დღევანდელი მამაკაცის სარკეა, საკმარისია ერთი დაგემოვნება და იგი ნებისმიერი ტიპის მამაკაცისთვის განსაკუთრებული და “Must have” პროდუქტი გახდება.

versace-logo-wordmark

Advertisements

One thought on “პროვოკაციული არომატი მამაკაცებისთვის-Dylan Blue, VERSACE

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s