მაღალი მოდა, ფლორენცია და მე-19 საუკუნის პარიზი

15193660_1025235340956678_92258088279421337_nმოდა ერთგვარი სისტემაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება, ბრუნავს და ხშირად ძნელია დროულად აჰყვე და მისდიო მის ტენდენციებს. საკუთარი სახისა და შინაგანი ბუნების გამოხატვის ხელოვნება ვიზუალით,რომელიც ხალხს აძლევს საშუალებას მოირგოს სხვადასხვა როლი ამ ცხოვრებაში. ხშირად გვიფიქრია თუ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ძვირადღირებულ ტანაცმელს, ეს ხომ უბრალოდ ნაჭერია, ზოგიც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სნობიზმად თვლიდეს, მაგრამ მოდა, როგორც ხელოვნება უკვე დიდი და საინტერესო ისტორიის მატარებელია.რაღა თქმა უნდა, უდავოდ დასაფასებელია იმ კრეატიული დიზაინერების შრომა,რომლის სამოსის მილიონობით ასლი შეიძლება მოდურ ბუტიკებში შეგხვდეთ და ზოგიერთიც თქვენს გარდერობში აღმოაჩინოთ.

2360128-the-panorama-of-florence-old-city-italy
a35d0cc7c6ae24b00ffe2af572b3b19eგაგიკვირდებათ და უპირველესი მოდის ცენტრი იტალიაში ჩაისახა,აღორძინების ეპოქის ხანაში.შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებათ იმდროინდელი რენესანსის მოდა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შემდგომ განვითარებასთან და საკუთარი ინდივიდუალობის შეცნობასთან. განახლებისა და აღორძინების ყველაზე ძლიერი რწმენა ამ დაუვიწყარი პერიოდისა სავარაუდოა, რომ ფლორენციაში არსებობდა, რომელიც  არა მარტო კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი იყო იტალიაში, არამედ განთქმული ეკონომიური თვალსაზრისით,რაც დაკავშირებული იყო ძვირადღირებული ქსოვილებისა და მაღალხარისხიანი სამოსის წარმოებასთან.

meudon_panorama_de_meudon_issy-les-moulineaux_et_paris_vue_prise_de_la_terrasse_de_meudon
გადავინაცვლოთ თანამედროვე მოდის უპირველეს პერიოდთან. მე-19 საუკუნეში
მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი,რომელსაც მაღალი მოდის მამათ მოიხსენიებენ. თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტიურად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ.ამრიგად წარმოიშჰვა ბაერების ანუ კოლექციის  მყიდველების ინსტიტუტი მოდის ინდუსტრიაში, რომელიც მოდის, როგორც ხელოვნების, ასევე ბიზნესის პრინციპს განსასღვრავდა. პარიზი კი „ოტ კუტურის“, ანუ მაღალი მოდის დედაქალაქია, სწორედ აქ წარმოიშვა მაღალი მოდა შემდეგ კი ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს, რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტიურად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს…

imperial_russian_court_dress_by_charles_frederick_worth_paris_about_1888_01ჩარლზ ფრედერიკ უორტის შექმნილი სამოსი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s