კლასიკური ფრანგული არომატი IZIA, Sisley

Sisley ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც მდიდრულ ბრენდებს  შორის, განსაკუთრებული ადგილი უკავია. ფრანგული ბრენდი 1976 წლიდან იღებს სათავეს და მისი უნიკალურობა ესთეტიკურ პერფექციონიზმში მდგომარეობს. ბრენდის იმპერიის სულის ჩამდგმელი ჰუბერტ ორნანოა,  იგი პირველია ვინც გამოიყენა მცენარეული ესენციები კოსმეტოლოგიაში. პარფიუმი, ისევე როგორც კოსმეტიკა განსაკუთრებული ხარისხისაა და თავისებური ნიშის მატარებელია, რაც მას ყველასგან გამოარჩევს. ამის ნათელი მაგალითია, რომ დღესდღეობით ბრენდის პროდუქცია ხუთივე კონტინენტზე, 80-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ვრცელდება.

Sisley, ეს ფუფუნებაა და ფანტასტიკური ისტორია ქალურობისა და ელეგანტურობის.

maxresdefault-1
მინდა გაგაცნოთ Sisley-ს ახალი სუნამო იზია, რომელიც გამოსვლის დღიდან განსაკუთრებული პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს. ალბათ, ამის ჭეშმარიტი საიდუმლოც ბრენდის ინოვაციურობაში იმალება. ეს არის შეუდარებელი კომპოზიცია ქალურობისა და თანამედროვეობის, რომელიც უნიკალური ყვავილის გულს წააგავს. იზია სუნამოს შემოქმედის სახელის მოფერებითი ფორმაა (Issabele D’Ornano). იზაბელი მომაჯადოვებელი არომატით გადმოსცემს მის შეხვედრას ვარდთან, სიახლოვე ყვავილთან ,რომელიც იმდენად დაუვიწარი აღმოჩნდა, რომ სუნამოს ინსპირაცია და არომატის მთავარი ინგრედიენტი გახდა. ამასთანავე სუნამოში გამოყენებულია განსაკუთრებული და იშვიათი ინგრედიენტები, რომელიც წინაპირობაა სუნამოს მათრობელი და დაუვიწყარი შეგრძნებისა.
არომატის ხანგრძლივი ეფექტი კი სუნამოს ძვირფას მხარეზე მიგვითითებს.
untitled
იზია, ეს ჯადოსნური ფრანგული სამყაროა, უფრო მეტად კლასიკური ვიდრე ტენდენციური.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 21 თებერვლიდან  ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

იზაბელ ორნანო
იზაბელ ორნანო 

   

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s