This is ZADIG!

Zadig & Voltaire  უნიკალური შერწყმაა ურბანული კულტურისა და პარიზული ელეგანტურობის.
ფრანგული მოდის სახლი 1997 წლიდან იღებს სათავეს, იგი ლაკოსტეს თანადამაარსებლის, ანდრე ჟილიეს შვილიშვილმა, ტერი ჟილიემ ჩამოაყალიბა თავის მეუღლესთან ერთად.
აღსანიშნავია ბრენდის კონცეფცია; ურბანული ფუფუნების მარტივად შექმნა.
Zadig & Voltaire-მა ნამდვილად მოახერხა გავლენიანი სახელის დამკვიდრება მსოფლიო მოდის ბაზარზე იმ მინიმალისტური სტილით, რომელზეც უამრავი ცნობადი სახე თუ შოპოჰოლიკია შეყვარებული.

გრძელი შარფი, ტყავის მოსაცმელი და ქანთრი სტილის ფეხსაცმელი…
მარტივი სამოსი, მარტივი ცხცოვრება, მარტივი ფუფუნება. ეს ზადიგია!

ბრენდის სახელწოდება პირდაპირკავშირშია  ვოლტერის, როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის სახელთან და მის რევოლუციურ იდეოლოგიასთან.

“თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია იყო ის ვინც ნამდვილად ხარ”

Zadig & Voltaire წარმოგვიდგენს არომატს For her  ქალბატონებისა და For him მამაკაცებისთვის. სურნელი, რომელიც გაჯერებულია ხელოვნების, პარიზისა და როკის გამძაფრებული სიყვარულით.

ორივე არომატის პირველივე შეგრძნებისას, პარიზული ელეგანტურობისა და ბოჰემური თავისუფლების ასოციაცია დაგეუფლებათ. ეს ნამდვილად გახლავთ ტენდენციური არომატი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

FOR HER
არომატის მთავარი ინგრედიენტი არაბული ჟასმინია, რომელიც სუნამოს მეტ პიკანტურობასა და აღმოსავლურ ხასიათს ანიჭებს. მერქნოვანი და ვანილის ნოტები კი არაჩვეულებრივად ერწყმის სანდლის ხეს, ქმნის განსხვავებულ სურნელსა და ნაზ არომატს.

FOR HIM
სუნამოს გული გრეიფრუტია, რაც თავისუფალი მამაკაცის სიძლიერესა და შეუდრეკელ ბუნებას უსვამს ხაზს. საბაზისო ნოტებს კი სანდლის ხისა და შავი პილპილის მიქსტურა წარმოადგენს. შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ არომატის რევოლუციური ეფექტი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, ვანილის დახმარებით, ცივიდან რბილ არომატად გარდაიქმნება.

ფლაკონის დიზაინი ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი. შავი – ძლიერი მამაკაცის მისტიკურ მხარეს წარმოადგენს, თეთრი კი პარიზელი ქალბატონის სიწმინდეს. მისი დიზაინი დამსხვრეულ მინას მოგაგონებთ. ფლაკონი თითქოს მინიმალისტური ქმნილებაა, მაგრამ თუ დააკვირდებით ამოიცნობთ, რომ ეს ძლიერი და სუსტი სქესის შერწყმაა, რომელიც იდეალურად უერთდება ერთმანეთს და სიყვარულის რევოლუციას წარმოადგენს.
ზადიგი, ეს ბედისწერაა!

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 7 მარტიდან  ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s