elit® Ultra Luxury Vodka – STOLI !

მსოფლიო ჩემპიონი ფლაირინგში, სიმონე ბოდინი, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა. სიმონე გახლავთ Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორი ევროპაში.
მისი სახელი დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც მან სამ გზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბოდინის დიდი წვლილი მიუძღვის ბარის, როგორც კულტურის განვითარებაში. იგი ტრენინგებს მართავს მსოფლიო მასშტაბით, არის სხვადასხვა კონკურსების ჟიურის წევრი და აქტიურად ისწრაფვის ახალი ტალანტების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისთვის.

20 აპრილს სიმონე ბოდინიმ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ბარმენებს გაუზიარა მასტერკლასის სახით, რომელიც ლაუნჯ-ბარ მე-8 სართულში გაიმათა. სიმონემ ისაუბრა ვოდკის პირველ საწყისებსა და  elit®  Ultra Luxury Vodka-ზე.

This slideshow requires JavaScript.

ვოდკა, ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოური სასმელია.
ნებისმიერი სასმელის დაგემოვნებისას  საჭიროა 3 მთავარი კომპონენტი: კარგი გემო, არომატი და გრადუსი, რათა მოხდეს გემოს სრულყოფილი აღქმა, ალკოჰოლის დაგემოვნება კი სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. ბრენდმა  საოცარი სინთეზით დაუკავშირა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები ერთმანეთს და საფუძველი დაუდო ახალ ერას.
სტოლი 80 წლიანი გამოცდილებაა, რომელიც მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ინტერესების დაცვასა და იდეალური პროდუქტის შეთავაზებას.
1989 წელს ბრენდმა, პირველი სუპერ პრემიუმ კატეგორიის ვოდკა წარადგინა ბაზარზე, ხოლო 2003 წელს პირველმა შექმნა ულტრა ლაქშერი ვოდკა, რომელიც მალე გახდა პოპულარული.
იგი განსაკუთრებულია იმით, რომ მხოლოდ 3-ჯერ გამოიხდება და არ კარგავს იმ მნიშვნელოვან თვისებებს, რომელიც  საჭიროა გემოს დელიკატურად აღსაქმელად.
  elit®  Ultra Luxury Vodka – ს ბოთლის დიზაინი მდიდრული და დახვეწილია.
შეუმჩნეველი არც ბრენდის ლოგო დაგრჩებათ, რომელიც თემატურად,
ყინულის ნატეხისა და ცეცხლის ილუსტრაციებით არის გამოსახული.
ცეცხლი – დუღილის პროცესს აღნიშნავს, ყინულის ნატეხი კი დახვეწილ გემოსა და განსაკუთრებულ არომატს.

სიმონე ბოდინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
21 აპრილს, HARD ROCK CAFE Tbilisi -ში გაიმართება Stoli® GLUTEN FREE-ს,  BAYOU Rum-ისა და KAH® Tequila – ს პრეზენტაცია.

ღონისძიების ორგანიზატორია  კომპანია „გაგრა პლუსი“ , რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის ბრენდებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s