Cartier – Baiser Fou, ანუ ვნებიანი კოცნა

Cartier – ყველასგან განსხვავებული და მდიდრული ბრენდია, რომელიც 1847 წლიდან იღებს  სათავეს. იგი გამორჩეულია უნიკალური სამკაულებით, რომლითაც ბრენდმა დიდი პოპულარობა და მაღალი რეპუტაცია მოიპოვა.
Cartier-ს პარფიუმის ისტორია 1981 წლიდან იწყება.

მოდის სახლის დაუვიწყარი სუნამო „Baiser Vole” (მოპარული კოცნა) გახდა საფუძველი, გაგრძელებულიყო მისი უნიკალური ხაზი, „Baiser Fou”-ს სახით, რომელიც მგრძნებარე კოცნას ნიშნავს. უახლესი სუნამო 2017 წლის მომაჯადოვებელი არომატია, რომელიც ქალის სინაზესა და ელეგანტურობასთან ასოცირდება. იგი აღვიძებს დამაინტრიგებელ წარმოსახვასა და ქალის მომხიბვლელ ბუნებას, იმ საოცარი არომატით, რომელზეც ბრენდის პარფიუმერმა, მატილდა ლორანმა იზრუნა.
ლორანი არაჩვეულებრივად გრძნობს და გადმოსცემს უნიკალურ არომატს, რომლის შთაბეჭდილებებიც გაგაოცებთ. გამონაკლისი არც ეს უკანასკნელი ყოფილა.


„Baiser Fou“, ეს არის გაზაფხულის რომანტიკული ისტორია, არომატი, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს კანს როგორც პარფიუმერული სამკაული.

სუნამოს შემადგენლობა იმ ინგრედიენტთა ერთობლიობას ქმნის, რომელსაც ნებისმიერი თქვენგანის მოჯადოვება შეუძლია.მატილდა ლორანმა მეტი ჰაეროვნებისთვის ინგრედიენტად თეთრი შოკოლადი გამოიყენა. იგი არაჩვეულებრივად ერწყმის სუნამოს მთავარ ნოტს ჟოლოსა და საოცარ ქალურ სინაზეს სძენს არომატს. ინგრედიენტთა ჩამონათვალში ასევე შედის ზღაპრული ორქიდეა, რომელიც სუნამოს მდგრადობასა და მათრობელ ეფექტს ანიჭებს.


ყველა სეზონს თავისებური „სუნი“ აქვს. შესაბამისად, განსხვავებულ არომატს მოითხოვს ჩვენგან, რადგან პარფიუმის მოყვარულებმა, უფრო კომფორტულად და სასიამოვნოდ ვიგრძნოთ თავი.
Cartier – „Baiser Fou“ – ნამდვილად ის არომატია, რომელიც იდეალურ კომფორტს შეგიქმნით, წლის ყველაზე მოდურ და რომატიკულ სეზონზე.


სუნამოს შეძენა შესაძლებელია 19 აპრილიდან  ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s