Everyday’s Runway street style during MB Fashion week Tbilisi

 ,,ყოველი დღე არის მოდური შოუ და მსოფლიო თქვენი პოდიუმი”

მოდის კვირეულის განმავლობაში, როდესაც დიზაინერები ახალ კოლექციებს გვთავაზობენ, პარალელურად ქუჩაში ნებისმიერ თგვენგანს ეძლევა საშუალება, ისეთი გავლენიანი ჟურნალების ფურცლებზე მოხვდეს, როგორებიცაა Vogue, Elle, Harpers Bazaar და სხვ.
ამ შემთხვევაში მთავარია სტილი და ინდივიდუალიზმი.

5177884_tbilisi-fashion-week-fw17-street-style-photos-31_-_Copyმოდის ყველა კრიტიკოსი აღიარებს, რომ რეალური სტილის დასაბამი არის ქუჩა. კვირეულის განმავლობაში თავს იყრიან ცნობილი მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები, ჟურნალისტები, ისინი გვკარნახობენ თუ რა ჩავიცვათ და როგორი სტილი იქნება ტენდენციური შესაბამის სეზონზე. საქართველოს სახელი დიდი გავლენით სარგებლობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქუჩის მოდის თვალსაზრისით, არც წელს იყო შეუმჩნეველი მოდაზე შეყვარებული ქართველების სტილი, რომელიც ყოველთვის დიდ აღტაცებას იწვევს უცხოელი სტუმრებისთვის თავისი დამახასიათებელი, კულტურულ ტრადიციებში მოქცეული ტენდენციებით. წლევანდელი მოდის კვირეულის ქუჩის სტილში აქტუალურობა არ დაუკარგავს 90-იანების გავლენას და ანდერგრაუნდ კულტურას მოდაზე.

ჩვენ დავაფიქსირეთ Vetements-ის ჯინსის, როგორც კლასიკური, ასევე სპორტული ინტერპრეტაციები. 2017 წლის ტენდენციები გვკარნახობენ, რომ ამ სეზონის მთავარი აქცენტები ნათელ ფერებსა და ნატურალურ ქსოვილებზე უნდა გავაკეთოთ. თუმცა, ასევე შეგხვდება ლუქები, რომელიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი და მინიმალიზმისა და ელეგანურობის გარანტს გვთავაზობენ.
შეუმჩნეველი არც თეთრი პერანგი დაგრჩებათ, რომელიც სისადავით არის გამორჩეული და ყოველთვის პოპულარულია წლის ნებისმიერ სეზონზე, მაგრამ დღესღეობით მის “Oversize” ფორმას როგორც ტრენდი ისე ვხვდებით.

ალტერნატიული მიმართულების დღევანდელ მოდაში ხშირად ფიგურირებს პროტესტული მნიშვნელობის მესიჯები.
ტექსტი იქნება თუ უბრალოდ პრინტი სამოსზე, ეს აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და დაგაფიქრებს. ბოლო სეზონებია სოციალური თემატიკის ტენდენცია მჭიდროდ დამკვიდრდა მოდაში და უამრავი მიმდევარიც გამოუჩნდა.

ბომონდი გთავაზობთ საუკეთესო ქუჩის სტილს მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულიდან, რომლითაც აუცილებლად იხელმძღვანელებთ.
არ არის საჭირო მოდის ყველა ტენდენციის დაცვა, აირჩიეთ სტილი რომელიც თქვენთვის ახლო და კომფორტული იქნება, ლუქის სწორი შეხამება და მნიშვნელოვანი ტენდენციების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ იყოთ გამორჩეული ნებისმიერ ადგილას და სიტუაციაში.

This slideshow requires JavaScript.

ტექსტი – დათა ალექსეევი
ფოტო – დათა ალექსეევი

© EIR for BEAUMONDE Magazine

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s