ახალი ერა ელი სააბისგან – “Girl of Now”

„ელი სააბის“ გაჟღერებისას აუცილებლად გაგვახსენდება ულამაზესი საღამოს კაბები, რომლებიც ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში მსოფლიოს ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებმა მოირგეს. აღსანიშნავია, რომ ლიბანელი დიზაინერი თითოეული კაბის შესაქმნელად, თავადვე ქმნის მატერიას, რისი შედეგიც ნამდვილად დაუვიწყარია.
არაიტალიელი დიზაინერის იტალიური კარიერა 1997 წლიდან იწყება და დღევანდელ Haute Couture-ში საუკეთესოს ტიტულსაც ინარჩუნებს.

ელი სააბის პარფიუმერული  ნიშა, სინაზისა და ჰაეროვნების მომაჯადოვებელი შერწყმაა. 2017 წელს ბრენდი ახალ ყვავილოვან სურნელს წარმოგვიდგენს, რომელსაც ელი სააბი “Girl of now”-ს უწუდებს. ამ არომატით კი ყველაზე შარმიან და ენერგიულ ქალბატონებს მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს სთავაზობს.

ბრენდის პარფიუმის ისტორიაში 2017 წლიდან იწყება სრულიად ახალი ერა, რომლის კონცეფციაც სხვა წინამორბედებისაგან უფრო მეტად თამამი და თანამედროვეა.

Girl Of Now – ეს არის არის თანამედროვე, ახალგაზრდა ქალბატონის სარკე, რომლის ცხოვრებაც წარმოუდგენელია ღამის კლუბებისა და სოციალური ქსელების გარეშე, იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ლიდერია ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში.


ფორთოხლის ყვავილი, რომელიც მზის ინტენსივობით იწვის მანდარინსა და მსხალთან ერთად არომატის ციტრუსოვან, გამაგრილებელ ეფექტს ქმნის, ხოლო ნუში და ფისტა სუნამოს საოცრად თბილ და ჰაეროვან სიმსუბუქეს მატებს. რთულია გაუძლო თითოეული ნოტის შეხების ცდუნებას, როდესაც ელი სააბის უახლეს კაშკაშა ქმნილებასთან გვაქვს საქმე.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 9 ნოემბრიდან ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s