მარადიული პარფიუმის იმპერია – TOM FORD

ყოველდღიურად, ათასობით პარფიუმერი ცდილობს ახალი არომატის შექმნას, ძველისგან განსხვავებულს, რაც უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, თითქოს წარმოუდგენელია შექმნა ყველასგან გამორჩეული და იშვითი არომატი, ისეთი, რომლის მსგავსიც უბრალოდ არ არსებობს.
ვის შეიძლება ვუწოდოთ არომატების თანამედროვე დიდოსტატი, თუ არა ლეგენდარულ დიზაინერსა და კინორეჟისორს ტომ ფორდს? მან შეძლო ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ინგრედიენტების გამოყენებით დაუვიწყარი ნოტების შერწყმა, რის შედეგადაც მისი პირველი სუნამო, Black Orchid (შავი ორქიდეა)  წარუდგინა საზოგადოებას. ყველა გავლენიანი პარფიუმერი აღიარებს, რომ ტომ ფორდის შავი ორქიდეა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ პარფიუმერულ სამყაროში. მან ნამდვილად მოახერხა ისეთი არომატის შექმნა, რომელიც  ხარისხიანთან ერთად მარადიული და ტენდენციურიც იქნებოდა.

ბოლო დროის, ყველაზე პოპულარული სურნელი მერქნოვანი და სუსხიანი არომატების სინთეზია, რომელსაც თამბაქოს ექსტრაქტი ნამდვილ სასწაულად აქცევს. ტომ ფორდის უნიკალური ხაზი Private Blend ნამდვილად მომაჯადოებელ კოლექციას გვთავაზობს OUD WOOD-ის სახელწოდებით ექსტრავაგნტური, ეგზოტიკური და ველური ხასიათით, რომელიც ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ძლიერ ბუნებას, სტატუსს და თაბრუდამხვევ ქარიზმას.

2012 წელს ტომ ფორდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, დიზაინერი ახალი სუნამოს NOIR სახე თავადვე გახდა და კომერციულ ვიდეო რგოლშიც გამოჩნდა.

 

Noir Anthracite – ეს არის 2017 წლის უახლესი შედევრი, რომლის ინგრედიენტთა ერთობლიობას ძვირადღირებული შავი ხის ექტრაქტები, სანელებლები და არომატული ბერგამოტი წარმოადგენს. ბრენდის მამაკაცის სხვა სუნამოების მსგავსად, პიკანტური და არატრადიციული სურნელი Noir Anthracite-ს მთავარი ნიშაა.

ტომ ფორდის  სუნამოები პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეციამ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2007 წელს შესთავაზა. ამჟამად ქსელში წარმოდგენილია ორი ხაზი: TOM FORD – Signature, უფრო მაღალი კი TOM FORD Private Blend, მათ შორის ლიმიტირებული გამოშვებებიც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s