პარფიუმი იტალიური ტემპერამენტით – SALVATORE FERRAGAMO

ყოველთვის, როდესაც ვუყურებთ შთამბეჭდავ ფილმს, ვათვალიერებთ საყვარელი დიზაინერის უახლეს კოლექციას ან ვუსმენთ ცნობილი არტისტის მუსიკას, შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს ბიოგრაფიამ, რომელიც შემოქმედების ხერხემლად და ემოუციურ ფაქტორადაც გვევლინება.

ყველამ კარგად იცის, რომ Salvatore Ferragamo ყველაზე ექსტრავაგანტურ, განმაცვიფრებელ და გემოვნებიან ფეხსაცმელს ქმნიდა, რაც კი ოდესმე უნახავს სამყაროს.
ბრენდის ტანსაცმელი, პარფიუმერია და აქსესუარები დღესაც განსაკუთრებულ ემოციებს აღძღავს მსოფლიოს ყველაზე გლამურულ ქალბატონებსა და მამაკაცებში.

დიზაინერი ღარიბი ფერმერების ოჯახში დაიბადა იტალიის ქალაქ ნეაპოლში. Salvatore-ს საერთოდ არ ხიბლავდა ფერმაში მუშაობა და ფიქრსაც ოცნების საშუალებას აძლევდა. 14 წლის ასაკში დაამთავრა მეწაღის კურსები და მაღაზიაც გახსნა თავის შერჩეული მომუშავე პერსონალით. წარმატება სწრაფად არ მოსულა, თუმცა Ferragamo-მ ნამდვილად მოიპოვა ლეგენდარული ხელოვანის სახელი,იმ პერიოდიდან, როდესაც American Film Company-ში კინოს ვარსკვლავებს აცმევდა. შემდეგ იყო ჰოლივუდი, გამოხმაურება უამრავ გავლენიან მოდურ ჟურნალებში და საოცარი პოპულარობაც.

Salvatore Ferragamo-ს მთავარი ნიშა, გრძნობები და ემოციებია. ამაში ბრენდის პარფიუმთან პირველივე შეხებისას დარწმუნდებით. დაუვიწყარი იტალიური ტემპერამენტი მის ნებისმიერ არომატში ნოტების დახვეწილ და ელეგანტურ კომბინაციას გვაძლევს.

ერთ-ერთი უახლესი მათგანია 2016 წლის შედევრი “Misteriosa“ , რომელიც Signorinia-ს კოლექციიდანაა, ქართულად კი იდუმალს ნიშნავს.


არომატი, როგორც თანამედროვე “შიკ“ ქალბატონის ხელწერა, „სინიორინა“ , რომელიც არაპროგნოზირებადი ხასიათის და უნიკალური სტილის შემქმნელია. პროვოკაციულია სუნამოს სახელწოდება კონცეფციასთან ერთად და პარფიუმის მათრობელი ეფექტი, მოცხარისა და ტუბეროზის საოცარი ნოტებით.

შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ Ferrragamo-ს პარფიუმი მამაკაცებისთვის „UOMO“, რომელმაც უმოკლეს დროში მოიპოვა დიდი პოპულარობა იდეალური კონცეფციით :

1. სუნამოს სახე – ბენ ბარნესი
2. სამომხმარებლო შეთავაზება – პარფიუმი ბრუტალური მამაკაცისთვის, რომელმაც იცის რა უნდა.
3. პიკანტური სურნელი, რომელზეც ორი დიდი პარფიუმერი მუშაობდა – Alberto Morillas & Aurelien Guichard

პირველად საქართველოში Salvatore Ferragamo-ს პარფიუმერული ხაზის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ლუჩიანო ბერტინელს „ლუტეციამ“ უმასპინძლა.

აქვე შეგახსენებთ რომ, ბრენდის ნებისმიერი სუნამოს შეძენა შესაძლებელია ლუტეციის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s