Ever Bloom Ginza Flower – იაპონური კულტურის თაბრუდამხვევი სურნელი Shiseido-სგან

Shiseido-ს მომაჯადოვებელი ერა ულამაზესი ყვავილი, კამელიით იწყება, რომელიც ბრენდის დამაარსებლის შვილის, მინზო ფუკუხარას ობიექტვში მოექცა. ამგვარად, უმშვენიერესი ყვავილი შისეიდოს სიმბოლოდაც იქცა.

資 生 堂
SHI
 (რესურსი)    SEI    (სიცოცხლე)    DO   (სახლი)

– ქალი როგორც მუზა და მისთვის მიძღვნილი პარფიუმი

Shideido-ს ყვავილოვანი სურნელი Ever Bloom პირველად 2015 წელს გაიცნეს პარფიუმერიის მოყვარულებმა. ეს არის მაგიური არომატი რომელიც აერთიანებს იაპონურ და ფრანგულ კულტურას.

 

– დაიჭირე უსასრულობა ხელის გულზე და მოაქციე იგი დროში

რა უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი და ტენდენციური თუ არა დახვეწილი მანქანა და ელეგანტური პარფიუმი. სასიამოვნო შემთხვევითობაა, როდესაც ორი თანამოაზრე ბრენდის უბრალო დამთხვევა საოცრად მიმზიდველ კონცეპტუალურ მიქსს ქმნის. ზუსტად  შემდეგმა ორმა იაპონური ფილოსოფიის მიმდევარებმა წარადგინეს უახლესი პროდუქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.

Toyota-მ  Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსია , ხოლო Shiseido-მ Ever Bloom-ის მომდევნო ერა, Ginza Flower შესთავაზა იაპონური  კულტურის მოყვარულებს.

Ever Bloom Ginza Flower – შთაგონებულია ტოკიოს ერთ-ერთი ქუჩით, რომლის სახელწოდებაც არის გინზა. სწორედ ამ ქუჩაზე გაჩნდა Shiseido-ს პირველი პარფიუმერული მაღაზია და დაიწყო სილამაზისა და წარმატების იმპერიული ხანა.


სუნამოს არომატზე, ყველასთვის ცნობილი პარფიუმერი Aurélien Guichard-ი მუშაობდა. მას უნდოდა შეექმნა დახვეწილი, ეკლექტიკური, ჰაეროვანი სურნელი, რომელიც თანამედროვე იაპონელი ქალბატონის ქალურობასა და ქარიზმას ასახავდა.


სუნამო ისეთი ქალბატონებისთვის არის შექმნილი, ვისთვისაც სილამაზე პრიორიტეტია ხოლო პოზიტიური გარემო უმნიშნელოვანესი.


რაც შეეხება არომატის ინგრედიენტებს, მთავარი რეცეპტი ყოჩივარდისა და ლოტოსის ყვავილებია. გულის ნოტებში გარდენიისა და ნარინჯისფერი ყვავილების მიქსტურა გრილ ეფექტს ქმნის. თეთრი ქარვა და ფაჩული თითქოს იაპონურად ზუსტი ბალანსის დაცვაში ეხმარება არომატს, ზღაპრული შთაბეჭდილების სრულყოფილად გადმოსაცემად.

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 15 დეკემბრიდან ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s