Cool Vibes from TFW

დღესდღეობით, ქართული ხელოვნება ისევე როგორც კულტურა, ფართო მასშტაბებით არის წარმოდგენილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ქართული მოდის ინდუსტრია კი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ხშირად მიფიქრია, თუ რა შეიძლება ყოფილიყო წარმატების ფორმულა იმ ნიჭიერი ადამიანებისათვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ჩუმათ არსებობდნენ და ქმნიდნენ არაერთ კრეატიულ ნამუშევარს, რომელიც აუცილებლად უნდა ენახა საზოგადოების ფართო და კომპეტენტურ სპექტრს.

თბილისის მოდის კვირეული პირველია, რომელმაც უამრავი სახე აღმოაჩინა და მისცა მათ გასაქანი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.
იყო პირველი – ეს პრივიეგიაა, ასოცირდებოდე  წარმატების ფორმულასთან -უდიდესი პასუხისმგებლობა.
რიგით მე-15 მოდის კვირეულს არც ამჯერად უღალატია ფორმატისთვის და ძირითადი აქცენტი დამწყებ და ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ ნიჭიერ დიზაინერებზე გააკეთა.

კვირეულის განმავლობაში თბილისის მოდისა და კულტურის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ისეთ საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა გაუზიარეს მსოფლიოს, როგორებიც არიან : VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, ELLE.COM , WWD MAGAZINE და სხვ.  ასევე მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორე სეზონია TFW ტრადიციას ამკვიდრებს გახსნის დღესთან დაკავშირებით, რომ ეს დღე მთლიანად ქართული კულტურის ლეგენდებს დაუთმოს.
მე-14 სეზონზე ჩვენ ნინო რამიშვილის ვინტაჟ კოსტუმები ვიხილეთ ულამაზესი პერფომანსის სახით, რომელმაც მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ვინ უნდა ყოფილიყო შემდეგი, თუ არა სოფიკო ჭიაურელი. ღვნინის ქარხანა N1 – ში წარმოდგენილი იყო პერფომანსი ვერის უბნის მელოდიებიდან და ინსტალაციები ფარაჯანოვის ფილმიდან “ბროწეულის ფერი” , სადაც სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა. თითქოს ერთი დღით გაცოცხლდა ყველაფერი, რაც ჭიაურელის სახელთან იყო დაკავშირებული და იდეამ მაყურებელიც უპირობოდ აღაფრთოვანა.

This slideshow requires JavaScript.

Photos – Sali Dundua / EIR & DYE

მინდა წარმოგიდგინოთ 3 დიზაინერი თბილისის მოდის კვირეულიდან, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

ანი დათუკიშვილი.


TATANA .


მარიამ გვასალია


Photos – TFW

წლის ტენდენციური სათვალე – MANÉMANÉ

სათვალე, უამრავი მოდის მიმდევრის განსაკუთრებული აქსესუარია. მისი შერჩევა და მოხდენა არც თუ ისე მარტივი პროცესია. უამრავი ბრენდი გვთავაზობს სხვადასხვა სტილის სათვალეს, რაღა თქმა უნდა, ჩვენს მოწონებას განსხვავებულობის ეფექტი იწვევს; ეს  მისი ფორმა იქნება, ჩარჩოს მასალა, მინის ფერი თუ  სხვა.  თუმცა, დღევანდელი სიჭრელის ფონზე, ნამდვილად რთულია უცხო მოდელის შერჩევა, როდესაც ყველასგან განსხვავებული და ტენდენციური სათვალის ვარიანტებს ვეძებთ. ეს ამოცანა კი ბრენდმა MANÉMANÉ-მ ძალიან მარტივად და წარმატებით ამოხსნა.

ბრენდმა მადრიდის მოდის კვირეულზე წარადგინა სათვალის ვარიაციული კოლექცია, რომელიც შთაგონებული იყო ორი სუბკულტურის, ემო და გოთიკის სინთეზით. სათვალის დიზაინი გამორჩეულია ჩარჩოს კონსტრუქციით. ყურადსაღებია ოქროსფერ ტონებში გადასული მეტალი და მინის ტენდენციური ფერები.

„ეს არის მოგზაურეობა უკან, ახალგაზრდობისკენ“

manemane-eyewear4manemane-eyewear3manemane-eyewear5
ხელმისაწდომია – www.manemane.es

Photo – Aitana Valencia
Project – Fucking Young!