„Sun“ & „Moon“ – ვიტამინი ენერგიის ნაკლებობის წინააღმდეგ

მთელი წლის განმავლობაში ყველა მოუთმენლად ველოდებით ცხელ ზაფხულს, რათა საუკეთესოდ გატარებული შვებულება წინაპირობა გახდეს ახალი სამუშაო თვის წარმატებულად დაწყებისთვის. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, გამონაკლისი არც  ზაფხულის ცხელი სეზონია.

თითოეული ჩვენგანი ხშირად ვუჩივით უმადობასა და ენრეგიის ნაკლებობას, რომელიც რამდენიმე ნაბიჯით უკან გვხევს არდადეგების სასიამოვნოდ გასატარებლად. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი უძილობასთან და დაძაბულ სამუშაო გრაფიკთან ერთად დაბინძურებული გარემო და გერმოდიფიცირებული საკვებია. ენერგიის ნაკლებობის პრევენციისთვის კი აუცილებელია საჭირო მინერალები ორგანიზმისთვის.

პროდუქტი,  რომელსაც შემოგთავაზებთ საუკეთესოა და წლის ნებისმიერ სეზონზე აუცილებლად გახდება თქვენი კომფორტისა და სიჯანსაღის გარანტი !


ბუნებრივ დანამატებზე დამზადებული პროდუქტი „მზე“ და „მთვარე“ ორგანიზმს ვიტამინებით და მინერალებით ამარაგებს და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს. არ არის გასაკვირი, რომ დილას და საღამოს ორგანიზმს სხვადასხვა ნივთიერებების მიღება სჭირდება.
თუ თქვენ ამ ვიტამინებს სისტემატიურად მიიღებთ აუცილებლად იგრძნობთ დილით მეტ ენერგიას, ხოლო ღამით კი უკეთ დაგეძინებათ. თემატურად „მზე“ დილაობით მიიღება „მთავრე“ კი –  საღამოობით.
ასევე გეტყვით, რომ პროდუქტი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს რომლებიცაა გლუტენი და ლაქტოზა, შესაბამისად პროდუქტი მოზარდებისთვისაც არის რეკომენდირებული.

დანამატის გახსნა დასაშვებია მხოლოდ ნატურალურ, ახლადგამოწურულ უშაქრო წვენებში.
შეგიძლიათ დალიოთ ჭამის დროს ან ჭამამდე. ორივე მათგანი კარგად უნდა გაიხსნას 100 მლ. წყალში. ვისაც დიაბეტი აქვს აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ასევე ორსულებმაც, რადგან „მზე“ კოფეინს შეიცავს, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ შესაძლებელია „მთვარის“ მიღება.

ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დანამატის მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

Advertisements

elit® Vodka VIP საგზური იბიცაზე და საქართველოს საუკეთესო ბარმენის ტიტული ვაკო ღონღაძემ მოიპოვა

15 ივნისს თბილისში elit®  Art of Martini Tbilisi 2017-ის კონკურსი გაიმართა. წლის მნიშვნელოვან კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ბარმენები, რომლებიც იბრძოდნენ elit® Vodka VIP საგზურის მოსაპოვებლად იბიცაზე, სადაც გაიმართება გლობალური ფინალი და გამოვლინდება მსოფლიოში საუკეთესო ბარმენი.

კონკურსის განმავლობაში უდიდესი მოტივაცია მისცა გულშემატკივარმა ქართველ ბარმენებს, შეეთავაზებინათ ჟიურისთვის საინტერესო და იკონური კოქტეილი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა დასამახსოვრებელი ინოვაციური მიქსტურითა და ვიზუალური მახასიათებლებით. ბარმენებს ორი თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ შეექმნათ განსაკუთრებული კოქტეილის რეცეპტი elit® ultra-luxury vodka-ს დახმარებით, რომელსაც გაუკეთებდნენ პოპულარიზაციას თბილისის ტოპ ბარებში.

This slideshow requires JavaScript.

ჟიურში წარმოდგენელი იყვნენ ალკოჰოლის ინდუსტრიის კვალიფიციური ექსპერტები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართველი ბარმენების მონდომება და კრეატიული ხედვა.  ერთ-ერთმა წევრმა, ინოვაციური სასმელების გამომგონებელმა და წლის საუკეთესო კოქტეილის ავტორმა, გიგი კასრაძემ, კონკურსის ორგანიზებასა და კრიტერიუმების შესახებ ისაუბრა.

– ერთი შეხედვითაც შეამჩნევდით, რომ  elit®  Art of Martini Tbilisi 2017 კარგად ორგანიზებული კონკურსი იყო. ჟიურის წევრებმა შეფასების მთავარ კრიტერიუმად გემოს აღქმის თვისებები და ვიზუალური მხარე გამოვიყენეთ. ქართველ ბარმენებს ნამდვილად ახასიათებთ ინდივიდუალური მიდგომა და ინოვაციური ხედვა, იმისთვის, რომ შექმნან განსხვავებული კოქტეილი, რომელიც არ იქნება სტანდარტული და ახალ სიტყვას იტყვის.ზუსტად ეს არის ის დიდი პოტენციალი, რომლითაც საქართველო იასპარეზებს იბიცაზე, გლობალურ ფინალზე.

ჟიურის ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებით, elit® Vodka VIP საგზური  კლუბ ეგოისტის ბარმენს, ვაკო ღონღაძეს გადაეცა. მას სხვა მონაწილეების მსგავსად კონკურსის პირველ ეტაპზე ჰქონდა 10 წუთი საავტორო კოქტეილის მოსამზადებლად, და 5 წუთი მეორე ეტაპზე, რათა შეექმნა ტრიუმფალური კოქტეილი, საიდუმლო ინგრედიენტის, რეჰანის გამოყენებით.

-მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას და განსაკუთრებით გაგრა პლიუსს, რომ მომცა შესაძლებლობა ჩემი თავი წარმომეჩინა. ყოველი კონკურსი ჩემთვის ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ვერ აღვწერ იმ შეგრძნებას, რომელიც მაქვს. ჩემი მეგობრები, კონკურსის ყველა მონაწილე თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. გამარჯვებას რაც შეეხება, ძალიან ვინერვიულე, როდესაც შედეგებს აცხადებდნენ. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმედი მაქვს საქართველოს ვასახელებ.

ვაკომ ორივე ეტაპს წარმატებულად გაართვა თავი და შემოგვთავაზა საავტორო კოქტეილი, რომლის გემომ არამარტო გულშემატკივარი, არამედ დამსწრე საზოგადოებაც აღაფრთოვანა. გამარჯვებულმა მთავარ ინგრედიენტ elit® ultra-luxury vodka-სთან უნიკალური სინთეზი გააკეთა მის მიერ დამზადებული ატმის სიროფის, კვერცხის ცილის, ლაიმის ფრეშისა და სპეციალურად კონკურსისთვის საფრანგეთიდან ჩამოტანილი ანისის დახმარებით. კოქტეილს კი ორიგინალური სახელწოდება „El Peach” დაარქვა.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორია  კომპანია „გაგრა პლუსი“ , რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის ბრენდებით.

elit® Ultra Luxury Vodka – STOLI !

მსოფლიო ჩემპიონი ფლაირინგში, სიმონე ბოდინი, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა. სიმონე გახლავთ Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორი ევროპაში.
მისი სახელი დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც მან სამ გზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბოდინის დიდი წვლილი მიუძღვის ბარის, როგორც კულტურის განვითარებაში. იგი ტრენინგებს მართავს მსოფლიო მასშტაბით, არის სხვადასხვა კონკურსების ჟიურის წევრი და აქტიურად ისწრაფვის ახალი ტალანტების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისთვის.

20 აპრილს სიმონე ბოდინიმ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ბარმენებს გაუზიარა მასტერკლასის სახით, რომელიც ლაუნჯ-ბარ მე-8 სართულში გაიმათა. სიმონემ ისაუბრა ვოდკის პირველ საწყისებსა და  elit®  Ultra Luxury Vodka-ზე.

This slideshow requires JavaScript.

ვოდკა, ეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოური სასმელია.
ნებისმიერი სასმელის დაგემოვნებისას  საჭიროა 3 მთავარი კომპონენტი: კარგი გემო, არომატი და გრადუსი, რათა მოხდეს გემოს სრულყოფილი აღქმა, ალკოჰოლის დაგემოვნება კი სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. ბრენდმა  საოცარი სინთეზით დაუკავშირა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები ერთმანეთს და საფუძველი დაუდო ახალ ერას.
სტოლი 80 წლიანი გამოცდილებაა, რომელიც მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ინტერესების დაცვასა და იდეალური პროდუქტის შეთავაზებას.
1989 წელს ბრენდმა, პირველი სუპერ პრემიუმ კატეგორიის ვოდკა წარადგინა ბაზარზე, ხოლო 2003 წელს პირველმა შექმნა ულტრა ლაქშერი ვოდკა, რომელიც მალე გახდა პოპულარული.
იგი განსაკუთრებულია იმით, რომ მხოლოდ 3-ჯერ გამოიხდება და არ კარგავს იმ მნიშვნელოვან თვისებებს, რომელიც  საჭიროა გემოს დელიკატურად აღსაქმელად.
  elit®  Ultra Luxury Vodka – ს ბოთლის დიზაინი მდიდრული და დახვეწილია.
შეუმჩნეველი არც ბრენდის ლოგო დაგრჩებათ, რომელიც თემატურად,
ყინულის ნატეხისა და ცეცხლის ილუსტრაციებით არის გამოსახული.
ცეცხლი – დუღილის პროცესს აღნიშნავს, ყინულის ნატეხი კი დახვეწილ გემოსა და განსაკუთრებულ არომატს.

სიმონე ბოდინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
21 აპრილს, HARD ROCK CAFE Tbilisi -ში გაიმართება Stoli® GLUTEN FREE-ს,  BAYOU Rum-ისა და KAH® Tequila – ს პრეზენტაცია.

ღონისძიების ორგანიზატორია  კომპანია „გაგრა პლუსი“ , რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის ბრენდებით.

Beaumonde & Lierac

ყველაზე გლამურული ჟურნალი “ბომონდი“, ყოველთვის ანებივრებს ქართულ საზოგადოებას გამორჩეული ღონისძიებებითა და უამრავი სიურპრიზით. ამჟამად ჟურნალმა, ლიერაკთან ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესანიშნავი საღამო წარმოგვიდგინა.
დამსწრე საზოგადოება შავი ფერის დრესკოდმა და მისტიკურმა ნიღაბმა გააერთიანა, რაც საღამოს მეტი ინტერესი და ხიბლი შემატა. ნამდვილი პარიზული სურნელი კი ქართველმა მომღერალმა, თამთა ცხვიტავამ დაატრიალა.

This slideshow requires JavaScript.


დამეთანხმებით, ნოვატორული იდეები და ინოვაციური მიგნებები, უდავოდ დასაფასებელი და მომნუსხველია ნებისმიერი მოვლილი ქალბატონისთვის. ფრანგული ბრენდი ლიერაკი კი ყველაზე მეტ საშუელებას გაძლევთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და თავდაჯერებულად, მისი კოსმეტიკის დახმარებით.
იგი პირველი დერმოკოსმეტიკული ბრენდია, რომელიც 1975 წლიდან იღებს სათავეს. მისი მიზანი კი ნაოჭებთან და დაბერების ნიშნებთან ეფექტურად ბრძოლაში მდგომარეობს.
აქტიური ფიტო-კოსმეტიკა აერთიანებს მცენარეთა საუკეთესო თვისებებსა და მეცნიერებას, რათა შექმნას პროდუქცია შემდეგი მახასიათებლებით: ინოვაცია, უსაფრთხოება,ქალურობა,პერფომანსი.


„ლიერაკი საუბრობს „ კანის ენაზე“ ეს ჩანს და იგრძნობა თითოეულ პროდუქტში, რომელიც ახლავს თქვენს ყოველდღიურობას, რათა იყოთ და დარჩეთ მუდამ ლამაზი.“

ბრენდის კოსმეტიკის შეძენა შესაძლებელია ჯიპისის ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.

This is ZADIG!

Zadig & Voltaire  უნიკალური შერწყმაა ურბანული კულტურისა და პარიზული ელეგანტურობის.
ფრანგული მოდის სახლი 1997 წლიდან იღებს სათავეს, იგი ლაკოსტეს თანადამაარსებლის, ანდრე ჟილიეს შვილიშვილმა, ტერი ჟილიემ ჩამოაყალიბა თავის მეუღლესთან ერთად.
აღსანიშნავია ბრენდის კონცეფცია; ურბანული ფუფუნების მარტივად შექმნა.
Zadig & Voltaire-მა ნამდვილად მოახერხა გავლენიანი სახელის დამკვიდრება მსოფლიო მოდის ბაზარზე იმ მინიმალისტური სტილით, რომელზეც უამრავი ცნობადი სახე თუ შოპოჰოლიკია შეყვარებული.

გრძელი შარფი, ტყავის მოსაცმელი და ქანთრი სტილის ფეხსაცმელი…
მარტივი სამოსი, მარტივი ცხცოვრება, მარტივი ფუფუნება. ეს ზადიგია!

ბრენდის სახელწოდება პირდაპირკავშირშია  ვოლტერის, როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის სახელთან და მის რევოლუციურ იდეოლოგიასთან.

“თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია იყო ის ვინც ნამდვილად ხარ”

Zadig & Voltaire წარმოგვიდგენს არომატს For her  ქალბატონებისა და For him მამაკაცებისთვის. სურნელი, რომელიც გაჯერებულია ხელოვნების, პარიზისა და როკის გამძაფრებული სიყვარულით.

ორივე არომატის პირველივე შეგრძნებისას, პარიზული ელეგანტურობისა და ბოჰემური თავისუფლების ასოციაცია დაგეუფლებათ. ეს ნამდვილად გახლავთ ტენდენციური არომატი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.

FOR HER
არომატის მთავარი ინგრედიენტი არაბული ჟასმინია, რომელიც სუნამოს მეტ პიკანტურობასა და აღმოსავლურ ხასიათს ანიჭებს. მერქნოვანი და ვანილის ნოტები კი არაჩვეულებრივად ერწყმის სანდლის ხეს, ქმნის განსხვავებულ სურნელსა და ნაზ არომატს.

FOR HIM
სუნამოს გული გრეიფრუტია, რაც თავისუფალი მამაკაცის სიძლიერესა და შეუდრეკელ ბუნებას უსვამს ხაზს. საბაზისო ნოტებს კი სანდლის ხისა და შავი პილპილის მიქსტურა წარმოადგენს. შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ არომატის რევოლუციური ეფექტი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, ვანილის დახმარებით, ცივიდან რბილ არომატად გარდაიქმნება.

ფლაკონის დიზაინი ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი. შავი – ძლიერი მამაკაცის მისტიკურ მხარეს წარმოადგენს, თეთრი კი პარიზელი ქალბატონის სიწმინდეს. მისი დიზაინი დამსხვრეულ მინას მოგაგონებთ. ფლაკონი თითქოს მინიმალისტური ქმნილებაა, მაგრამ თუ დააკვირდებით ამოიცნობთ, რომ ეს ძლიერი და სუსტი სქესის შერწყმაა, რომელიც იდეალურად უერთდება ერთმანეთს და სიყვარულის რევოლუციას წარმოადგენს.
ზადიგი, ეს ბედისწერაა!

სუნამოს შეძენა შესაძლებელია 7 მარტიდან  ისი პარის ნებისმიერ მაღაზიათა ქსელში.